ბლოგის შესახებ

“ცხოვრება მშვენიერია” -მძულს ეს ფრაზა და ყველა  ის ადამიანი, ვინც მას ძალიან ხშირად იმეორებს და სჯერა,რომ ეს მართლაც ასეა.
იქნებ სიმართლეცაა, მაგრამ არა ჩემთვის.
ვიხსენებ რამდენი რამ გადამხდენია ბავშვობაში, მერეც… უკვე სათვალავიც კი ამერია და მეპატიება, რომ ახალ კონტრ-ლოზუნგს შევიმუშავებ. საზიზღრობაა ეს ცხოვრება მათთვის, ვინც პირდაპირ ეჯახება და თვალებში უყურებს მას.
ბევრი ღიზიანდება ამ სიტყვებით, უკვირთ რატომ არ უნდა გიხაროდეს ცხოვრება . არც მიკვირს.
მათ არ იციან, რა ძნელია როდესაც პატარა ბავშვს გიწევს შემოდგომის წვიმიან ამინდში იარო ბიჭის საზაფხულო დიდი ზომის ფეხსაცმლით,სხვების გამონაცვალი უსახური ტანსაცმლით. მაშინ როდესაც შენს ირგვლივ ყველა ლამაზი და ბედნიერია, შენ კი მათ მიერ გარიყული და დაჩაგრული.
ვინ იცის რა ძნელია როდესაც გიწევს იარო გამოხეული შარვლით, ფეხის გადადგმისაც გრცხვენია. იცი რომ ყველა დაგცინებს და გვერდით არ გაგიკარებს. ამას ხვდები და იტანჯები, იმიტომ რომ,ეს მხოლოდ შენ ხარ ასეთი
იცის ვინმემ რა ძნელია, როდესაც სკოლის ბუფეტში მოშიებული ჩახვალ, ჯიბეში საკმარისი 20 თეთრი არ გაქვს იმისათვის, რომ სანატრელი ბულკი იყიდო, დარცხვენილი 10თეთრიანს ამოიღებ და გამყიდველს გაუწოდებ, ისიც გაყინული, დამცინავი სახით ნახევარ ბულკს მოგიგდებს,შენც ჭამ და შიშით ელი მის გათავებას?
მათ იციან, რას გრძნობს ადამიანი, როდესაც ურეკავს დედა და ეკითხება გადანახული 100ლარით შეძლებს თუ არა იყიდოს კაბა,ზედა და უბრალო ფეხსაცმელი,ეუბნება რომ უკვე აღარ შეუძლია, უნდა, გაიხადოს ჩექმა, რომელიც ფეხს ტკენს, ძალიან ტკენს.და ეს მაშინ,როდესაც სხვები…
ძალიან ძნელია, როდესაც უყურებ, როგორ “მეფობენ” არარაობები,შენ კი მათზე ნიჭიერი და დასაფასებელი მათივე სათამაშოდ იქეცი. როდესაც უნდათ დაგცინებენ, შეურაცგყოფენ,შენ კი ხმასაც ვერ იღებ, იმიტომ რომ იქ არაფერს წარმოადგენ და არც არავის ესმის შენი.
შაწუხაროდ, მე ეს ყველაფერი ჩემს თავზე გამოვცადე, ვერავინ გამიგო, არავინ სცადა ჩემი დახმარება, ყველამ გამრიყა, მაშინ როცა მინდოდა მყვარებოდა ისინი და
დღეს ჩემგან მოითხოვენ თვალები დავხუჭო და გაღიმებული სახით ვიმეორო, რომ საოცარია ეს ცხოვრება, რომ კარგები ვართ ჩვენ, ადამიანები. არა, არა და არა.
სიმართლე,მკაცრი სიმართლე.
ეს არის ჩემი ახალი დევიზი და ვაპირებ ამ ბლოგის მეშვეობით თქვენს ყურამდეც მოვიტანო “ჩემი თვალით დანახული  სიმართლე”.
ალბათ დაგაინტერესათ, ვინ არის ჰედერზე გამოსახული ბიჭი და რატომ ქვია ამ ბლოგს ჯარედ ლეტო. ეს გახლავტ ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ( requiem for a dream, ალექსანდრე). ბიჭი, რომელიც დაიბადა პატარა ქალაქ ბოსიერში და რომელსაც ყველა პირობა აქვს იმისათვის რომ იყოს ბედნიერი და ვარსკვლავი. თუმცა უარს ამბობს ამაზე, 4 დოლარიან კედებში გამოწყობილი დადის და   მეორადი ტანსაცმლით იმოსება.
მეც  მინდა მასავით გავექცე დიგმებს და ყველას ვინც ამას იმსახურებს, მასავით ხმამაღლა ვუთხრა: ”it’s a  beatiful lie!
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s