Tag Archives: შეშლილი

ფიქრებარეული ვარ როგორც მთვარეული

ცხოვრებას ვერ ვერგები
ეს ქვეყანა სხვისია
ნაადრევად ვბერდები
არ მაქვს ჩემი მისია.
გარბის დრო და მე ვრჩები
ვერ ავუწყვე ნაბიჯი
უძრაობას ვეჩვევი
უჩვეულოდ დავდინჯდი.
სხვისთვის ჩემი განცდები
უტოლდება მწარე ნულს
მათ ზღვარს თუკი ასცდები
გიწოდებენ არეულს.
ხალხი ლაღობს,ზეიმობს
მე არ ვიხსნი სათვალეს
და ვუცხადებ ღია ომს
უკვე გიჟად ჩამთვალეს.
ჩემთვის ბრმების აზრები
არაფრის მაქნისია
გაცვეთილი ფრაზები
მხოლოდ ზიზღის ღირსია.
თქვენ ყველანი ხართ სავსე
დაწერილი დოგმებით
განსხვავებულ ნათქვამზე
უსაშველოდ ოგნდებით.
ამ ხროვისგან სამუდამოდ
მინდა ვიყო გარიყული
არ ვაპირებ რომ თქვენ გამო
ამოვიხშო თვალი,ყური.
და იცოდეთ რომ ჩვენს შორის
არ შედგება გარიგება
სადაც გინდათ შეიტენეთ
თქვენი რჩევა დარიგება.

დატოვე კომენტარი

Filed under გალექსილი სიგიჟე