ფიქრებარეული ვარ როგორც მთვარეული

ცხოვრებას ვერ ვერგები
ეს ქვეყანა სხვისია
ნაადრევად ვბერდები
არ მაქვს ჩემი მისია.
გარბის დრო და მე ვრჩები
ვერ ავუწყვე ნაბიჯი
უძრაობას ვეჩვევი
უჩვეულოდ დავდინჯდი.
სხვისთვის ჩემი განცდები
უტოლდება მწარე ნულს
მათ ზღვარს თუკი ასცდები
გიწოდებენ არეულს.
ხალხი ლაღობს,ზეიმობს
მე არ ვიხსნი სათვალეს
და ვუცხადებ ღია ომს
უკვე გიჟად ჩამთვალეს.
ჩემთვის ბრმების აზრები
არაფრის მაქნისია
გაცვეთილი ფრაზები
მხოლოდ ზიზღის ღირსია.
თქვენ ყველანი ხართ სავსე
დაწერილი დოგმებით
განსხვავებულ ნათქვამზე
უსაშველოდ ოგნდებით.
ამ ხროვისგან სამუდამოდ
მინდა ვიყო გარიყული
არ ვაპირებ რომ თქვენ გამო
ამოვიხშო თვალი,ყური.
და იცოდეთ რომ ჩვენს შორის
არ შედგება გარიგება
სადაც გინდათ შეიტენეთ
თქვენი რჩევა დარიგება.

დატოვე კომენტარი

Filed under გალექსილი სიგიჟე

სიგიჟის ზღვარზე

მას შემდეგ რაც სამყარო  აღვიქვი და მწარე რეალობას   თვალი  გავუსწორე, გადარჩენისათვის ბრძოლის ჩემებური ტაქტიკა შევიმუშავე.

როცა საუზმეზე ნახევრად ადუღებულ ჩაის ვსვამდი და მარგარინიან პურს გეახლებოდით, წარმოვიდგენდი, რომ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ვიყავი და ჩემ წინ მეფურ საუზმეს შევექცეოდი. ეს მეხმარებოდა  ჩემი ყოველდღიური უსახური ცხოვრება უფრო ფერადოვანი გამხდარიყო.

იმ დღიდან ჩემში რამდენიმე პიროვნება ცხოვრობს, არა ძვირფასო მკითხველო არ ვაჭარბებ, მე ვყოფილვარ   ეგვიპტის ფარაონი, იმპერატორი,  პრეზიდენტი, მილიონერი და პოპ ვარსკვლავიც კი. იცით ეს რას ნიშნავს? ხმამაღლა თქვით, ნუ გერიდებათ. დიახ_ სიგიჟეს.

დიახ ეს მეც ვიცი, მაგრამ იმ პერიოდში სხვა ალტერნატივა არ მქონდა, რეალური მეგობრების სიმცირე წარმოსახვითი პერსონაჟებით შევცვალე. წარმოვიდგენდი, რომ  გავლენიანი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მქონდა და მათ მოსანახულებლად დავფინავდი საკუთარი თვიმფრინავით.

ეს კი მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მაღაზიაში როცა დედა პურზე გამაგზავნიდა, ხან სხვა ქვეყნის დასაპყრობად მივდიოდი, ხანაც  მონები მიმასეირნებდნენ ევფრატის სანაპიროებზე. თქვენ წარმოიდგინეთ, მკვლელიც კი ვყოფილვარ, ვინ იცის რამდენჯერ დამიხოცავს ჩემი კლაელები, რომელთა ერთადერთი საზრუნავი ყოველდღე სხვადასხვა ტანსაცმლით შემოსვა იყო.

დღეს ჩემ წინაშე სხვა პრობლემა დგას,   ვეღარანაირი წაროსახვა ვერ მშველის, ამომეწურა ყოველგვარი ფანტაზია და ინერტული გავხდი. დამღალა უსახურმა ცხოვრებამ.

დატოვე კომენტარი

Filed under მოგონებები გარდასულ დღეთა, ყოველდღიურობა